ბიძინა ივანიშვილის თქმით, მოძრაობა “ქართული ოცნება” ქართული საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა გახდება.

ივანიშვილის თქმით, მოძრაობა შექმნის რეგიონულ სტრუქტურებს, რომელთა მიზანიც საარჩევნო სამართლიანი გარემოს დაკვიდრება და პოლიტიკური და საზოგდოებრივი ძალების კონსოლიდაცია იქნება, რათა ხელისუფლებაში მოვიდნენ დემოკრატიული ძალები.

– „ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, დასაქმება, სამართლიანობის დამკვიდრება, დასავლური დემოკრატიული ღირებულების დანერგვა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და არა ამის იმიტიცაია, საქართვლო გამარჯვება და ვინმეს დამარცხება. ჩვენ უნდა აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის… ჩვენ ისტორიის დაწერას 2012 წლიდან არ დავიწყებთ. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა მხარდამჭერებს სიტყვით, ფილარმონიაში, “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე მიმართა.

კომენტარები