ფოთის ნავსადგურში 350-მდე თანამშრომელი დაითხოვეს.

Tspress.ge- ს ინფორმაციით, ამის შესახებ კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ხელმძღვანელმა მუშებს საგანგებოდ გამართულ კრებაზე პარასკევს თავადვე განუცხადა. ნავსადგურის ერთ-ერთი დათხოვილი თანამშრომლის ინფორმაციით, სამუშაოს დაკარგვის შესახებ განცხადების მოსმენისას, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ნავსადგურის ხელმძღვანელთა თქმით, შემცირებები რეორგანიზაციას უკავშირდება და ყოველი გათავისუფლებული კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციას მიიღებს.

#1 ტერმინალის, საკონტეინერო ტერმინალისა და ნავთობტერმინალის თანამშრომელთა მასობრივი შემცირება ხვალისათვის იგეგმება.

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პორტში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო.

ნავსადგურის 1500-მდე თანამშრომელს ფსიქოლოგიურ-ლოგიკური ტესტირება ჩაუტარდა. პროფესიული კადრების, საჭირო უნარჩვევებისა და ზოგადი ინტელექტის გამოსავლენად ჩატარებული ტესტირების შედეგად, სამუშაო ბევრმა მათგანმა დაკარგა. მაშინ შემცირებები ძირითადად, ადმინისტრაციას შეეხო.

კომენტარები