კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ფლოტის უფროსი, ბაჩო ქარსილაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი მიიჩნევს, რომ თანამდებობიდან უკანონოდ დაითხოვეს.

ქარსილაძის თქმით, გათავისუფლების შესახებ დაწერილ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია და ოფიციალური მიზეზი მისთვის უცნობია.

–„ სამსახურის დატოვებაზე ჯერ რეორგანიზაციაზე საუბრით დამიწყეს მინიშნება. მერე დამიბარეს და მითხრეს აღარ გვჭირდებიო“- განაცხადა tspress.ge -თან საუბრისას ქარსილაძემ.

მისი თქმით, სამსახურიდან დათხოვნა არ უკავშირდება ნავსადგურში ჩატარებულ ტესტირებას ქარსილაძე აღნიშნავს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ძველი კადრები ახლით ჩაანაცვლეს. „მოვიდა ახლი, გაურკვეველი გამოცდილების გუნდი. სხვის კვალიფიკაციასა და ცოდნას, რომ ამოწმებენ ჩვენ როგორ გავიგოთ თავად რა კვალიფიკაცია აქვთ? რისი კეთება შეუძლიათ“- აცხადებს ქარსილაძე.

მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია შეეწირა თუ არა მისი სამსახური, სხვის, კონკრეტული ადამიანების კერძო ინტერსებს, „ როცა ჩემს ადგილას დაინიშნება სხვა, გამოჩნდება ვისი ინტერესები გატარდა.“ -აღნიშნა ქარსილაძემ და დაამტებითი განმარტებისთვის ამ ეტაპზე თავი შეიკავა. მისი თქმით, ნავსადგურთან შრომითი ხელშეკრულება დადებული არ ჰქონდა და შტატით, სრულ განაკვეთზე მუშაობდა.

ქარსილაძე სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის მიზეზით სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

ნავსადგურის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მარიკა ნადარაიამ გენერალური დირექტორის სამსახურში არყოფნის მიზეზით, Tspress.ge -ს კომენტარის გაკეთება დღის ბოლოსთვის დაპირდა.

კომენტარები