ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ხელმძღვანელობას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. გაკეთდება თუ არა განმარტება მედიისთვის, დღის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ პორტის ადმინისტრაციის მენეჯერმა, მარიკა ნადარაიამ tspress.ge-სთან საუბრისას განცხადა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, პორტის 350-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მასობრივი გათავისუფლებები დღესაც იგეგმება.

საკადრო ცვლილებები და შტატების შემცირება გენერალურმა დირექტორმა, ჯოზეფ ქროულმა თანამდებოაზე მოსვლის დღიდან დაიწყო.

ნავსადგურის 1500-მდე თანამშრომელმა ჯერ ფსიქოლოგიურ-ლოგიკური აზროვნების ტესტირება გაირა, რომელთაგან უმრავლესობამ ტესტირების ჩაუბარებლობი გამო, სამსახურები დაკარგა.

ფოთის ნავსადგურში ხელმძღვანელობა მისი გასხვისების შემდგომ შეიცვალა. „რაკ ინვესტმენტისგან“პორტის 80% კომპანია APM Terminals –მა( დანიური კომპანია „მაერსკის“ შვილობილი კომპანია) მიმდინარე წლის აპრილის თვეში შეიძინა.

კომენტარები