Tspress. ge ნავსადგურის ხელმძღვანელისგან კომენტარის მოპოვებას ამ დრომდე ცდილობს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზებზე პორტის ხელმძღვანელობა კომენტარს არ აკეთებს. დათხოვნილთა თქმით, გათავისუფლების მიზეზები მათთვისაც არ განუმარტავთ.

გათავისუფლებულები პროტესტს არ გამოთქვამენ, რადგან მიაჩნიათ, რომ დანიშნულ 1-წლიან კომპენსაციებსაც დაკარგავენ.

ნავსადგურის ადმინისტრაციაში Tspress. ge-ს ჯერ განუცხადეს, რომ გენერალურ დირექტორ ჯოზეფ ქროულს შეუთანხმებდენენ, შემდგომ კი გვირჩიეს ტელეფონით მას პირადად დავკავშირებოდით, თუმცა ნავსადგურის ხელმძღვანელი სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღეში სამსახურიდან 350- ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. პროცესი შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება.

კომენტარები