დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ფოთში ხორბლის ტერმინალს გახსნის.

ტერმინალი შპს „აგრიკომს“ ეკუთვნის, რომელიც მარცვლეულის ტრეიდერი საერთაშორისო კომპანია ,,BUNGE”-ს შვილობილია.

კომპანია მარცვლეულის მიღებას, დასაწყობებას და გადაზიდვას შუა აზიიდან შავი ზღვის აკვატორიისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით გეგმავს.

როგორც „აგრიკომის“ წარმომადგენელმა, რამაზ ჟამუტაშვილმა tspress.ge-სთან საუბრისას განაცხადა, პირველ ეტაპზე საწარმო 22 ათასი ტონა ხორბლის შენახვას შეძლებს. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ კი, ეს რაოდენობა 250 ათას ტონამდე გაიზრდება.

კომპანიამ ყოფილი წისქვილქარხნის ტერიტორია, ელევატორითა (ხორბლის შესანახი სათავსო)და წისქვილით მიმდინარე წლის დასაწყისში შეიძინა.

ძველი შენობის დემონტაჟის პარალელურად, აქ ელევატორების კაპიტალური შეკეთება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა მოხდა.

„აგრიკომი“ ფოთში ხორბლის გადამამუშავებელი საბაჟო ტერმინალის, ახალი წისქვილქარხნისა და ელევატორის ერთდროულად ამუშავებას გეგმავს.

კომენტარები