საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, გვიან ღამით, საქართველოს ტერიტორიული წყლებში, ბათუმის სიახლოვეს, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “რიმა” დააკავა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ტანკერის დაკავება ზღვის დაბინძურების გამო მოხდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ტანკერის კაპიტანი, სირიის მოქალაქე ანვარა ჰუსოსა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 64 ათასი ლარით, ზღვის დაბინძურებისათვის კი 592 ლარით დააჯარიმა.

ამ დროისათთვის, ტანკერი ბათუმის პორტის სიახლოვეს იმყოფება და ჯარიმის თანხის გადახდამდე საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება არ აქვს.

კომენტარები