ზუგდიდის არტ-გალერეაში ივეტა წითაშვილის პირველი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. „ფიქრი წავიდა შორს“- ასე ჰქვია ივეტა წითაშვილის ლექსების კრებულს, რომელშიც 80-მდე ქართულ და მეგრულ ენაზე დაწერილი ლექსია შესული.

კრებულის წინასიტყვაობა პოეტმა დავით ტურაშვილმა დაწერა:

„ვწერ და მიხარია, რომ მეც მისი მკითხველი გავხდი,“- წერს ტურაშვილი. ლექსების კრებულზე რეცეზიები ფილოლოგებმა, გელა მამფორიამ, ზეინაბ სარუამ და ნონა ქობალიამ წაიკითხეს.

ივეტა წითაშვილის თქმით, ის მომავალ კრებულზე უკვე მუშაობს და მას „სიმახინჯის ესთეტიკა და სილამაზე“ ერქმევა.

კრებულის პრეზენტაციას მხარის გუბერნატორი გურამ მისაბიშვილი, ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან კონჯარია ესწრებოდნენ.

კომენტარები