საფრანგეთის სასამართლომ, ქვეყნის ექსპრეზიდენტ ჟაკ შირაკს სახელმწიფოს სახსრების არამიზნობრივად გამოყენებისა და საზოგადოების ნდობის ბოროტად გამოყენების გამო, 2-წლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა.

79 წლის ჟაკ შირაკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა.

ბრალდება ეხებოდა მისი პარიზის მერობის პერიოდს.კერძოდ, მისი პარტიის – „გაერთიანება რესპუბლიკის მხარდასაჭერად“ – წევრებისათვის არარსებულ მუნიციპალურ თანამდებობებზე გადახდილ ხელფასებს.

შირაკი პარიზის მერი იყო 1977-1995 წლებში, ხოლო პრეზიდენტი 1995-2007 წლებში. პრეზიდენტობისას მას იმუნიტეტი იცავდა.

ჟაკ შირაკი ომის შემდგომ გასამართლებული პირველი ლიდერია. მანამდე, 1945 წელს სახელმწიფო ღალატისთვის იქნა გასამართლებული კოლაბორაციონისტული რეჟიმის მეთაური, ანრი ფილიპ პეტენი.

შირაკის ოჯახმა სასამართლოს წარუდგინა ცნობა, ექსპრეზიდენტის მეხსიერების დაქვეითებასთან დაკავშირებით და ითხოვა, რომ მიეცათ უფლება შირაკი სხდომებს არ დასწრებოდა, რადგან მას არ შეეძლო მკაფიოდ ეპასუხა წარსულის შესახებ.

ზოგიერთი ფრანგი, ოჯახის ამ განცხადებასა და ექიმის დასკვნას სკეპტიკურად მოეკიდა, რადგან ისინი ეჭვობენ, რომ ამით ოჯახმა შირაკი განსასჯელის სკამზე ჯდომასა და სირცხვილს განარიდა.

http://www.bbc.co.uk

კომენტარები