ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ჩეხეთში 75 წლის ასაკში გარდაიცვალა ყოფილი დისიდენტი და საბჭოთა კონტროლის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი.

ჰაველი დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელიც საბჭოთა რეჟიმს ებრძოდა. ის 70-იან წლებში ამისათვის ციხეშიც იჯდა, მაგრამ ის ვერაფერმა შეაჩერა.

ჰაველი თავის ცნობილ ესეში „ძალა უძალოთა“წერს, რომ აქტიური უმცირესობა ვალდებულია ავტორიტარულ საზოგადოებას შეეწინააღმდეგოს.

ჰაველი ასევე წერდა, რომ ჩეხებმა ოკუპაცია აღიქვეს, როგორც კომუნისტებისა და საბჭოთა რეჟიმის მხრიდან აგრესიად და არა მთლიანად რუსების მხრიდან.

კომენტარები