თავდაცვის სამინისტროს ექიმები სამი დღის განმავლობაში ფოთელებს უფასო სამედიცინო კონსულტაციას გაუწევენ.

მსურველების მიღება ქალაქის ცენტრში, ჭადრაკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად გაშლილ კარვებში ხდება.

ჯგუფის უფროსის, აკაკი ხაჩიძის განმარტებით, ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. პაციენტების ასაკი შეზღუდული არაა და კონსულტაციის შემდეგ, შესაძლებლობის ფარგლებში ცალკეული მედიკამენტებიც დარიგდება.

ხაჩიძის თქმით, ქალაქში ექიმთა მეორე ჯგუფიც იმუშავებს.

Tspress.ge-ს ჟურნალისტს ტერიტორიაზე გადაღების საშუალება არ მისცეს. ჯგუფის უფროსმა უკვე გადაღებული რამდენიმე კადრის წაშლაც მოსთხოვა, „მათთვის უსიამოვნების ასარიდებლად“.

კომენტარები