“SOS მედია საფრთხეშია” მოწოდებითა და თეთრი და წითელი ფერის ამკრძალავი ლენტებით მედიის წარმომადგენლებმა პრესის ჯიხურების აღების კამპანია და“მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გააპროტესტეს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ითხოვენ აღდგეს კანონიერება და კუთვნილ შენობაში, ნორმალურ სამუშაო პირობებში დაბრუნების საშუალება მიეცეთ.

პრესის ასოციაცია კი პრესის გამავრცელებელი ჯიხურების აღების კამპანიას აპროტესტებს.

პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებმა 19 დეკემბერსაც მიმართეს. “პრეზიდენტო სააკაშვილო, ნუ მოკლავთ პრესას!” მოწოდება გაზეთებმა პირველ გვერდზე ქართულ და ინგლისურ ენაზე დაბეჭდეს.

მედიის წარმომადგენლები მსგავსი აქციების გამართვას პერმანენტულად გეგმავენ.

მომდევნო აქციის თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

კომენტარები