პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს: 150–წევრიან პარლამენტში 73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იქნება; არჩევნებში მონაწილეობას ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებიც მიიღებენ; საკონსტიტუციო უმრავლესობა 3/4–ით განისაზღვრება; 5%–იან ბარიერგადალახული პარტია ფრაქციის შესაქმნელად საჭირო 6 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

შეთანხმება ცვლილების შესახებ, მმართველ პარტიასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას შორის 19 დეკემბერს იქნა მიღწეული. 190 კაცამდე გაზრდასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა, მათ შორის, მმართველი პარტიის განცხადებით, “ამ წინადადების მიმართ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის არსებობის გამო“.

ამჟამინდელ პარლამენტში 75 წევრი მაჟორიტარული, ხოლო 75 პროპორციული წესით არის არჩეული. 2 მაჟორიტარული მანდატი, მაჟორიტართა კორპუსს აკლდება და პროპორციულ ნაწილს ემატება. ცვლილება გამოიწვია იმ ფაქტს, რომ ახალგორსა და ლიახვის ხეობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ცვლილებების თანახმად, ყველა იმ პარტიას, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად გადალახავს 5%–იან ბარიერს, პარლამენტშიექვსი დეპუტატის გაყვანის შესაძლებლობა ექნება. მათ რათა მინიმალური ოდენობით ფრაქციის შექმნის საშუალება ეძლევათ. ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის მანდატების საჭირო რაოდენობაზე ნაკლებს დააგროვებენ, მანდატები შეევსებათ ექვსამდე იმ ფორმულის მიხედვით, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობით განისაზღვრება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული. ასეთად საარჩევნო კოდექსის პროექტი, ითვალისწინებს დანაშაულს, რომლისთვისაც სს კოდექსით თავისუფლების აღკვეთას არაუმეტეს 5 წლის ვადით ითვალისწინებს.

მსჯავრდებულებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოში ყოველთვის ეზღუდებოდათ. ეს აკრძალვა წინააღმდეგობაში მოდიოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. სწორედ ამას უკავსირდება, მმართველი პარტიის მიერ პატიმარტა მონაწილეობაზე აბსოლუტური აკრძალვის მოხსნა.

2011 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, “საქსტატის“ მონაცემებით, 22 600 ათასი მსჯავრდებულიდან, ნაკლებადმძიმე დანაშაულის გამო 5 686 პატიმარი იხდის სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

ცვლილება კონსტიტუციაში ასევე ეხება საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებული კვორუმის 2/3–დან 3/4–მდე აწევას, რაც ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად, ნაცვლად ამჟამინდელი 100 დეპუტატისა, 113 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.

ეს ცვლილება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, კანონი კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.

კომენტარები