სკულპტორ თამარ კვესიტაძის ახალი ქანდაკება- „როტაცია“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ქანდაკებისათვის ფონდიდან 865 ათასი ლარი გამოიყო. თანხა ქანდაკების მონტაჟსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას მოხმარდება.

– „სკულპტურის შინაარსი დროის და წამის შეგრძნებაა, რომლის შეჩერებასაც ადამიანები ვერ შეძლებენ. ადამიანის სახე და ტანი ისეთ პოზიციაშია წარმოდგენილი, რომ წყალში ხტომასაც ჰგავს“, – განაცხადა თამარ კვესიტაძემ ქანდაკების დადგმისას.

მოქანდაკე ქანდაკებაზე მექანიკური დეტალების მონტაჟის პროცესს დაესწრო. მისი თქმით, „ალი და ნინოს“ მსგავსად, „როტაციაც“ გერმანელმა სპეციალისტებმა დაამზადეს.

კვესიტაძის ახალი ნამუშევარი – მეკანიკური ქანდაკება ბათუმში,წუხელ, აჭარის იუსტიციის სახლის წინ დაიდგა.

ბათუმის ბულვარში კვესიტაძის სხვა ნამუშევარიც – “ალი და ნინოც“ დგას, რომელმაც თავის დროზე საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

კომენტარები