ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მონაცემებით, 2011 წელს, გასულ წელთან შედარებით, რეპორტიორების საქმიანობა განსაკუთრებით სახიფათო გახდა.

ჟურნალისტების მკვლელობის რიცხვმა 16%–ით, მუქარისა და თავდასხმის ფაქტებმა კი 43%–ით მოიმატა.

გაორმაგებულია ჟურნალისტების დაპატიმრების შემთხვევები.

ორგანიზაციამ ჟურნალისტებისათვის განსაკუთრებით საშიში წერტილების სიაც გამოაქვეყნა.

ჩამონათვალში ის ქვეყნები მოხვდა, სადაც მიმდინარე წელს აქტიური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა, ხელისუფლებამ კი დემონსტრაციების დასარბევად სასტიკი მეთოდები გამოიყენა.

პირველ ხუთეულშია: ბაჰრეინის დედაქალაქი მანამა, კოტ დივუარის ქალაქი აბიჯანი, ტაჰრირის მოედანი ქაიროში, ქალაქი მისრატი ლიბიაში, და ვერაკრუსის შტატი მექსიკაში.

მომზადებულია “bbc.co.uk”-ის მიხედვით.

კომენტარები