მესტიის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საკრებულომ 1იანვრამდე უნდა მიიღოს, შს სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსება 100%-ითაა გაზრდილი და თანხა მთლიანობაში 108 ათას ლარს შეადგენს. შარშან კი შსს-ს ორგანოებისთვის გამოყოფილი თანხა 50 ათასი ლარით განისაზღვრა.

მესტიაში საარჩევნო წელს ასევე გაზრდილია სარეზერვო ფონდი, ის შარშანდელთან შედარებით 50 %-ით გაიზრდა. გაზრდილია საკრებულოსა და გამგეობის ხელფასებისა და ხარჯებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობაც. ასევე მნიშვნელოვნად 90%-ით იზრდება სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხები.ეს თანხა შარშან 360 ათას ლარს შეადგენდა წელს კი 640 ათასი ლარია.

მესტიის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 3,7 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან საკუთარი სახსრები 340 ათასი ლარია, დანარჩენ თანხას კი მესტია სახელმწიფო ბიუჯეტისგან მიიღებს.

2011 წელს მესტიის ბიუჯეტმა 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, აქედან 11,9 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გრანტები იყო.

კომენტარები