რომელმა კომპანიამ და რა თანხით დააფინანსა ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი პოლიტიკური პარტიები, შესაბამისი მონაცემები მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ პარლამენტარ გიორგი ცაგარეიშვილს გაუგზავნა.

მონაცემების მიხედვით:

პოლიტიკურ გაერთიანება “ხალხის პარტიას” დაფინანსება მიღებული კომპანიებიდან:

სს “ბანკი ქართუ” – 100 000 ლარი;

შპს “ფინსერვის-21” – 100 000 ლარი;

შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი;

შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი,

შპს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი;

შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი;

შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი;

შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი,

შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი;

“კონსერვატიული პარტია”, მიმდინარე წლის დეკემბერში მიღებული დაფინანსება:

შპს “კომპლექს-სერვისი” – 100 000 ლარი;

სს ბანკი “ქართუ” – 100 000 ლარი;

შპს “ბურჯი” – 100 000 ლარი;

სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი;

შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი;

შპს “ინტერკონსალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი;

შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი;

შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი;

შპს “ფინსერვისი-21” – 100 000 ლარი;

შპს “კოლხეთი” – 100 000 ლარი;

შპს “კალა კაპიტალი” – 100 000 ლარი.

“საქართველოს რესპუბლიკურ პარტია“, მიმდინარე წლის ნოემბერში მიღებული აქვს:

სს “ბანკი ქართუდან” – 100 000 ლარი;

შპს “ბურჯი” – 100 000 ლარი;

შპს “კომპლექსერვისი” – 100 000 ლარი;

სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი;

შპს “ბურჯი” 100 000 ლარი;

შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი;

შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი;

შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი;

შპს “ქართუ მენეჯმენტი” – 100 000 ლარი,

შპს “ქართული ჰოლდინგი” – 100 000 ლარი.

მიმდინარე წლის დეკემბრში კი პარტიამ მიიღო შპს “კალა კაპიტალისგან” და შპს “კოლხეთისგან” 100 000-100 000 ლარი.

პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი დემოკრატების“ ნოემბრის თვეში მიღებული დაფინანსების წყაროები ასეთია :

ბანკი “ქართუ” –100 000 ლარი;

სს “ქართუ ჯგუფი” – 100 000 ლარი;

შპს “ფინსერვისი” – 100 000 ლარი;

შპს “ინტერკონსტალტინგი პლუსი” – 100 000 ლარი;

შპს “ელიტა ბურჯი” – 100 000 ლარი;

შპს “ქართული მენეჯმენტი” – 100 000 ლარი;

შპს “ქართული ჰოლდინგი” – 100 000 ლარი;

ასევე, დეკემბერში “თავისუფალმა დემოკრატებმა” მიიღეს 100 000-100 000 ლარი შპს “კალა კაპიტალის” და შპს “კოლხეთისგან”.

გიორგი ცაგარეიშვილმა სამართალდამცავებს 20 დეკემბერს მიმართა მოთხოვნით დაედგინათ ჩამოთვლილი პარტიების დაფინანსების წყაროები. ცაგარეიშვილის მიმართვის მიზეზი, მისი კოლეგის, გია თორთლაძის ბრალდება გახდა, რომ ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულით ფინანსდებიან.

კომენტარები