ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ჯონ ბასის საშობაო მიმართვას ავრცელებს. -“ჩვენი საერთო ღირებულებები თავისუფლება და დემოკრატიაა” აღნიშნავს ჯონ ბასი მიმართვაში.

ჯონ ბასის განცხადებით, 20 წლის განმავლობაში ამერიკამ საქართველოსთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო; ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის კი – 45 ხელშეკრულება გაფორმდა.

მომავალ წელს აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყების 20 წლისთავია. ჯონ ბასის განცხადებით, ამ თარიღთან დაკავშირებით საელჩო საქართველოში სხვდსხვა ღონისძიებებს განახორცილელებს.

კომენტარები