დღეს, 16 საათზე ზუგდიდის საკრებულო მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტს მიიღებს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 20,3 მილიონი ლარი იქნება.

აქედან, 2 მილიონ 245 ათას ლარი გამგეობის ადმინისტრაციის დაფინანსებაა, რომელიც 2011 წლის დაფინანსებაზე 212 ათასი ლარით მეტია.

27 ათასი ლარითაა გაზრდილი ზუგდიდის საკრებულოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაც და 310 ათას ლარს შეადგენს.

მომავალი, საარჩევნო წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი 40%-ით ანუ 60 ათასით იზრდება.

იმატებს სპორტული და კულტურული ღონისძიებებისა (285 ათასი ლარით) და სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების (172 ათასი ლარით) დაფინანსებაც.

კომენტარები