ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს, 1 საათის დაგვიანებით დაიწყო.

საკრებულოს აპარტის განმარტებით, ისინი დედაქალაქიდან დოკუმენტის მიღებას ელოდებოდნენ, რომლითაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტისათვის 2 მილიონი ლარის გადმორიცხვა დასტურდებოდა.

თანხა ქალაქის ცენტრალური ბულვარის გადიდებასა და კეთილმოწყობას უნდა მოხმარდეს.

როგორც საკრებულოს სხდომაზე აღნიშნეს, ზუდიდის ბიუჯეტმა, მიმდინარე წლის ბოლოსათვის, 40 მილიონს მიაღწია.

სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი და 2011 – 2015 წლების პრიორიტეტების დოკუმენტიც დაამტკიცეს.

კომენტარები