ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო,,მონიტორინგი” საქართველოში საწვავის ხარისხთან დაკავშირებით ვითარებას დამაკმაყოფილებლად აფასებს.

ორგანო იმპორტირებული და რეალიზებული საწვავის ხარისხობრივ შემოწმება ს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

–„დღეისათვის ჩვენი ქვეყნის სარეალიზაციო ქსელში იყიდება საწვავი, რომლებიც შეესაბამებიან ევრო 5, ევრო 4, ევრო 3 და ევრო 2-ის სტანდარტებს. კერძოდ, სუპერი და პრემიუმი ტიპის ბენზინი და ევრო დიზელი მთლიანად შეესაბამებიან ევრო 4 და ევრო 5-ის სტანდარტებს. რაც შეეხება რეგულარი ტიპის ბენზინსა და ლ-62 ტიპის დიზელის საწვავს, ისინი შეესაბამებიან ევრო 2 და ევრო 3-ის სტანდარტს“– განმარტავს ორგანო.

ვითარება განსხვავებულია საავტომობილო ზეთების ბაზარზე, „მონიტორინგის“ მონაცემებით, ხშირია შემთხვევები, როცა ბაზარზე იყიდება უხარისხო, დაბალი კატეგორიის პროდუქტი.

კომენტარები