–„2012წელი იქნება ახალი პერსპექტივების წელი სამუშაო ადგილების თვალსაზრისით,“– განაცხადა ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. გასულ წელს, ნავსადგურში უმუშევრების რაოდენობის ზრდა კი, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს დააბრალა. მის თქმით, ორი კომპანიის ძირითადმა აქციონერმა ჩხარტიშვილმა დატოვა ქვეყნა და კომპანიებიც დაიშალა.

მერმა ის სამუშაო ადგილები ჩამოთვალა, რომელიც, მისი თქმით, ფოთში მიმდინარე წელს შეიქმნება და ათასობით ადამიანი დასაქმდება. დასაქმების გარანტიებზე კი, კვლავ ვერ ისაუბრა.

ფოთის მერი პრესკონფერენციაზე–„არსებული წისქვილკომბინატის ტერიტორიაზე 250 სამუშაო ადგილი იქმნება, მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაზე– 200 მდე სამუშაო ადგილი, იქვე მშნებარე ახალ ლოჯისტიკურ ბაზაზე – 50-60, სამაცივრე მეურნეობებში, სამ სხვადასხვა ორგანიზაციაში გაჩნდება 50-50 სამუშაო ადგილი, ლარნაკას ქუჩაზე იხსნება ლოჯისტიკური ცენტრი, რომელშიც ასევე გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მაის-ივნისში მთავრდება შპს „წისქვილქარხნის ფოთის ფილიალის“ ახალი კომბინატის მშენებლობა, სადაც დისტრიბუციასთან ერთად, 200 სამუშაო ადგილი ჩნდება. რამოდენიმე ასეული სამუშაო ადგილი გაჩნდება ახალი პორტის მშენებლობაზე…. შსს – ს, „აიეტისა“ (დევნილთა საცხოვრებელი) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობაზე,“– განაცხადა ლემონჯავამ.

მერის განცხადებით, 2011წელი სამუშაო ადგილების თვალსაზრისით მტკივნეული წელი იყო, ბევრ ორგანიზაციაში, მათ შორის, ნავსადგურში მოხდა რეფორმირება, რამაც გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება. გადამზიდავი კომპანიებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად კი, მისი მფლობელი ვანო ჩხარტიშვილი დაასახელა:

– –„პრომედკო“ და „ჯეესკო“ ეს ორი ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი აქციონერი იყო ვანო ჩხარტიშვილი, რომელმაც დატოვა ქვეყანა… დაიშალა“,–განაცხადა მან და აღნიშნა, რომ გათავისუფლებულებს თვითმმართველობამ დახმარება გაუწია. თუმცა, რა დახმარება, მას არ დაუკონკრეტებია. მერის თქმით, მათ სახელფასო დავალიანების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართეს, ნაწილს აუნაზღაურდა, ნაწილი კი კომპანიისთვის ჩამორთმეული ქონების გასხვისებას ელოდება.

მერი აცხადებს, რომ უმუშევრად დარჩენილები სხვა ალტერნატიულ ადგილებზე დასაქმდებიან, თუმცა, დასაქმების გარანტიაზე ის ასევე ვერ საუბრობს და tspress.ge- ის კითხვას არასამთავრობო სექტორზე საუბრით პასუხობს:

–„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ არასამთავრობო სექტორთან. 2011წელს დაახლოებით 1მლნ ლარი შემოვიდა, რომლითაც მოხდა ინფარსტრუქტურული და კველევითი სამაშოების ჩაატრება. ეს იყო გაეროს, დანიის ლტოლვილთა საბჭო, იაპონიის საელჩოს და შვედეთის მთავრობის პროგრამები. 2012წელს ჩვენ მინიმუმ სამ ახლადაგარემონტებულ ბაღს მივიღებთ. აგრეთვე USAID- ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შრომითი ბაზრის შესწავლა, მათი წარმოამდგენლები კონსულტაციას უწევენ ადამიანებს, რომლებიც შრომით დასაქმებას საჭიროებენ,“– განაცხადა მერმა.

კომენტარები