წელს დასაქმების დაპირების მე-9 წელი იწყება, ფოთში კი ამ მხრივ მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება.

ფოთის 100%-იანი დასაქმების ქალაქად ქცევის შესახებ პრეზიდენტმა გასულ წელს განაცხადა. ოფიციალური ინფორმაციით კი, 2011წელს სამუშაო ადგილი ათასზე მეტმა დასაქმებულმა დაკარგა.

–„მაისის თვეში 700-მდე ადამიანის გაშვება იგეგმებოდა, მაგრამ თვითმმართველობის კარგი მეცადინეობით 387 ადამიანი წლის ბოლოს გაუშვეს, უმრავლესობა-246 ადამიანი საპენსიო ასაკის იყო, ისინი გაუშვეს კარგი პირობებით. 1 წლის განმავლობაში აუნაზღაურდებათ კომპენსაციები,“– აღნიშნა ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მერის განცხადებით, პორტიდან თანამშრომლების გათავისუფლება არ მომხდარა, მათ 3-თვიანი კონტრაქტები დაუმთავრდათ, რომელიც ხელმძღვანელობამ არ გაუგრძლა.

სახელმწიფოსა და პორტს შორის არსებულ ხელშკრულებასა და საკითხზე კონკრეტიკის შესახებ tspress.ge-ის კითხვამ მერის მსგავსად, პირველი არხის ზუგდიდის კორესპოდენტი, ნატო ბერულავაც გააღიზიანა. მან ჯერ ინტერნეტგამოცემის ჟურნალისტს „სიტყვებზე არგამოკიდება“ „ურჩია“, შემდგომ კი თავისი პოზიცია ღიად გამოხატა:

–„მე პირადად ველაპარაკე მათ (გათავისუფლებულებს-ავტ.) და ისეთი კომპენასაციები მისცეს , ნეტავ, მე რომ გამიშვებდნენ, მომცემდენენ…..ძალიან გაბერილი იყო შტატები, ყველა გასაშვები იყო,“– განაცხადა ბერულავამ, რომელსაც მერი „დამშვიდებას“ თხოვდა.

tspress.ge-ს კითხვაზე: აქვს თუ არა პორტის მფლობელ კომპანიას ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოსახლეობის დასაქმებაზე სახელმწიფოსგან ვალდებულებების პაკეტი გადაცემული? ლემონჯავა განმარტავს, რომ მსგავსი ვალდებულება, ნავსადგურის წინა მფლობელს არაბულ კომპანია „რაკიინ ინვესტმენტს“ ჰქონდა აღებული, რომლის თანახმად, კომპანაის 3 წლის მანძილზე 1290 სამუშაო ადგილი და ხელფასები არ უნდა შეემცირებინა.

მერის განცხადებით, „რაკიინმა“ ვალდებულება შეასრულა და შემდგომ კერძო კომანიაზე გაასხვისა.

–„კერძო კომპანიამ მიყიდა კერძო კომპანაის და სახელმწიფო როგორ ჩაუდებდა APM Terminals- ს ვალდებულებებს?“– განმარტავს ლემონჯავა. მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია, როგორც სტრატეგიულ ობიექტს, ახლა მოსთხოვოს ინვესტიციების განხორციელება, თუმცა, „მოთხოვნის“ მექანიზმებს ლემონჯავა არ აკონკრეტებს.

კომენტარები