სტამბულის პოლიციამ ქართველი ქურდების სამკაციანი ჯგუფი დააკავა, რომელთა სამიზნე უსკუდარის სავაჭრო რაიონის მსხვილი მაღაზიები იყო. ქურდობის დროს ისინი ალუმინის ფოლგაგამოკრულ ტომრებსა და ზურგჩანთებს იყენებდნენ, რომ სიგნალიზიცია არ ამუშავებულიყო.

ჯგუფს პოლიცია მას შემდეგ უთვალთვალებდა, როცა ერთ-ერთ მაღაზიაში ტყავის ქურთუკების ქურდობა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, საიდანაც აღებული ქურდების ფოტოები პოლიციელებს დაურიგეს.

დაკავება სპეცოპერაციის თანხლებით, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და დაკვებისას პოლიციამ ნაქურდალი ტანსაცმელიც ამოიღო.

დავით მ. (39 წლის), ტარიელ მ. (47 წლის) და დავით ს. (40 წლის) ამ დროისათვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მათი სასამართლო უახლოეს დღეებში გაიმართება.

www.sondakika.com

კომენტარები