ბათუმის ბულვარში 45სართულიანი კოშკი აშენდება. კოშკის პროექტი არქიტექტორულმა კომპანია “ატკინსმა” უკვე გამოაქვეყნა.

ბათუმის ბულვარში 45 სართულიანი კოშკის პროექტის შესახებ ინფორმაცია worldarchitecturenews.com– მა გაავრცელა, რომელიც მსოფლიოს არქიტექტურის მნიშვნელოვან სიახლეებს აშუქებს.

პროექტის თანახმად, კოშკში 5 ვარსკვლავიანი 140 ადგილიანი სასტუმრო, ოფისები, სავაჭრო ობიექტები, პენტჰაუზები, საჰაერო რესტორანი, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი და ღვინის სახლი განთავსდება. კოშკი ვერტმფრენის მინი აეროდრომით ბოლოვდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვისი დაკვეთით მომზადდა კოშკის პროექტი.

კომენტარები