–„ბათუმში 45 სართულიან სახლს ვაშენებ,“– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ფოთის საკათედრო ტაძარში მეუფე გრიგოლთან არაოფიციალური საუბრისას, გასული წლის 30 დემბერს, სადაც მისივე ფონდიდან ტაძრისთვის 700 ათასი ლარის გამოყოფის შესახებ, ფოთელებს პირადად ამცნო.

დღეს კი, ბათუმის ბულვარში 45-სართულიანი კოშკის პროექტის შესახებ ინფორმაცია worldarchitecturenews.com-მა გაავრცელა, რომელიც მსოფლიოს არქიტექტურის მნიშვნელოვან სიახლეებს აშუქებს.

პროექტის თანახმად, კოშკში 5-ვარსკვლავიანი 140-ადგილიანი სასტუმრო, ოფისები, სავაჭრო ობიექტები, პენტჰაუზები, საჰაერო რესტორანი, მრავალფუნქციური საკონფერენციო დარბაზი და ღვინის სახლი განთავსდება. კოშკი ვერტმფრენის მინი-აეროდრომით ბოლოვდება.

რა კავშირი აქვს პრეზიდენტს აღნიშნულ მშენებლობასთან და რატომ საუბრობდა პრეზიდენტი მის შესახებ პირველ პირში, უცნობია. დღეს ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ კოშკის პროექტი ბრიტანულ არქიტექტრულ კომპანიაატკინსს“ ეკუთვნის, როდის დაიწყება და რა ვადებში დასრულდება სამუშაოები, უცნობია.

ბრიტანული არქიტექტურული კომპანია “ატკინსი”- ს დაპროექტებულია, სასტუმრო „კემპინსკის“ შენობაც, რომლის მშენებლობა 2012 წლის ბოლოსთვსის გადაიდო. კომპანაიმ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა “იმელის” შენობაზე 2 კოშკის დამატებით გადაწყვიტა.

P.S. პრეზიდენტის დაცვის წევრები tspress.ge-ს პრეზიდენტის აღნიშნული ვიზიტის გაშუქებას უკრძალავდნენ და ყველა ხერხით ცდილობდნენ ხელშეშლას: ხან კამერას თავად ეფარებოდნენ, ხან კი ტელეოპოერატორებს თხოვდნენ იმავეს. ეს უკანასკნელნიც ბრძანებას ემორჩილებოდნენ. ბოლოს, დაცვამ ყველა გადაღებული კადრის წაშლა მოითხოვა. მათი მტკიცებით, ჟურნალისტმა „ისეთი რამ გადაიღო, რაც საჭირო არ იყო“, თუმცა, tspress.ge-მ გადაღებული მასალის შენარჩუნება მოახერხა, სადაც აღბეჭდილია პრეზიდენტის საუბარი 45- სართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ.

კომენტარები