გუშინ ღამის საათებში, უცნობმა პირებმა ჯაბა იოსელიანის საფლავის ამოთხრა სცადეს. მათ საფლავზე 90წლებში გადარებული ჯაბა იოსელიანი ფოტოები და სისხლიანი ფურცლები დააწყვეს.

პანთეონის დირექტორის, ბადრი ქუთათელაძის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია ნიჩაბიც.

შემთხვევის ადგილზე არ არის დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, არ არსებობენ არც თვითმხილველები, ვინაიდან ინციდენტი ღამის საათებში მოხდა.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები