ფოთის ყოფილ ჰიდროტექნიკუმის შენობის საპროექტო სამუშაოებს ესპანური კომპანია CMD Ingenieros გარკვეული პირობით, ანაზღაურების გარეშე შეასრულებს. ამის შესახებ ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ განაცხადა. შენობაში ფოთის მერიის განთავსებაა დაგეგმილი.

ლემონჯავას განცხადებით, კომპანიის პირობა ასეთია: ის საპროექტო სამუშაოებს უსასყიდლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ მეწარმე ფოთში თევზის რესტრონის მშენებლობის პროექტირებას მას დაუკვეთავს. –„საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა, მოლაპარაკება დადებითად მიმდინარეობს“,– აცხადებს მერი. მისი თქმით, აღნიშნულ და „ქალაქის ინფრასტრუქტურულ სხვა საკითხის მიზნით“, გასული წლის სექტემბერში, მივლინებით ესპანეთში თავადაც იმყოფებოდა.

თევზის რესტორნის მშენებლობა ბიზნესმენი, საკრებულოს წევრ თენგიზ სარიშვილს მალთაყვის უბანში აქვს დაგეგმილი. მისი განმარტებით, საქართველოს წყლებში თევზჭერის კვოტის მფლებელი კომპანიების გაერთინებით, დაფუძნდა ახალი კომპანია, რომლებმაც თევზის რესტორნის პროექტირებაზე კომპანიასთან ხელი უკვე მოაწერეს, თუმცა მათი წინადადებით ტექნიკუმის შენობის პროექტირება გათვალსიწინებული არაა.

–„პროექტზე ხელი მოწერილი გვაქვს, მაგრამ ამის სანაცვლოდ რას აკეთებენ არ ვიცი. თუ განაცხადა მერმა , რომ არის მოლაპარაკება, რომ თუ ჩვენ ხელს მოვუწერდით ამის სანაცვლოდ უფასოდ გააკეთებდნენ ტექნიკუმის პროექტს მე არ ვიცი. ე.ი მათთან იყო საუბარი და ამ საუბარში მე არ მიმიღია მონაწილეობა“– განაცხადა სარიშვილმა.

მერის თქმით, კი CMD Ingenieros უახლოეს ხანში დაიწყებს მუშაობას. მისი თქმით, სამუშაოებზე ტენდერი არ გამოცხადდება.

ფოთში ყოფილი ჰიდროტექნიკუმის შენობის რეკონსტრუქციის საპროექტო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 100 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. დაპროექტების სამუშაოებზე გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა.

ქალქის მერის განმარტებით, „ფირმას, რომელსაც ყველა დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა და დაბალფასიანი წინადადება წარმოგვიდგინა, მოგვეწონა, მაგრამ შენობას, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის ამსახველია, მას სამხედრო თვითმფრინავის, ე. წ „კუკურუზნიკის“ ფორმა აქვს, თვითმფრინავის ფორმა პროექტშიც შენარჩუნებული ჰქონდა, ამიტომ ტენდერი ფაქტიურად ჩაიშალა“.

ესპანური კომპანია CMD Ingenieros – ი საქართველოში ბევრ მსხვილ პროექტებზე მუშაობდა, მათ შორის, ბათუმის ოპერის და ბულვარის რეკონსტრუქციის, ქუთაისში პარლამენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობებზე, ანაკლიაში სხვადასხვა პროექტების ავტორი ალბერტო დომინგოს პროექტებითაა ცნობილი.

კომენტარები