ხვალ, 13 იანვარს, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილე აღინიშნება. ლიტერატურის მუზეუმში სპეციალური გამოფენის მოწყობაა დაგეგმილი.

იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე, ლიტერატურის მუზეუმში, გალაკტიონის ხელნაწერები, წერილები, ჩანახატები და ფოტოები გამოიფინება. ორგანიზატორის ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება პოეტის მემორიალური ნივთებიც.

გამოფენა 17 მარტამდე გაგრძელდება და დამთვალიერებლებს მისი ნახვა, კვირის და ორშაბათის გარდა, ყოველ დღე 11:00-18:00 სთ– მდე უფასოდ შეეძლებათ.

კომენტარები