ქალაქის ქუჩების დაგვა– დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა– გაუვნებელყოფისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 453ათას 300 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურე ფირმას ქალაქის მასშტაბით 410 სანაგვე ურნა– კონტეინერის განთავსება და დღის განმავლობაში მისი ორჯერ დაცლა მოეთხოვება, ხოლო იმ ქუჩებზე სადაც ნაგვის ურნები არა ნარჩენების გატანა სპეციალური მანქანით დღეში ერთხელ უნდა მოხდეს.

დასუფთავების მომსახურეობა მოსახლეობას, ოჯახის თითო წევრს, თვეში 50თეთრს უჯდება, რასაც ბანკის მომსახურეობის 1ლარი ემატება.

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისთვის (ამოღება) ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებით, 110 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც ძირითადად მომსახურე ფირმის თანამშრომელთა ხელფასებს ხმარდება.

უკვე წლებია ფოთის დასუფთავების მომსახურეობას და მოსაკრებლის ადმინისტრირებას ტენდერში მონაწილე უკონკურენტო, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული შპს „ინფრასტრუქტურა“ ახორციელებს.

ვინ მოემსახურება ამჯერად, 2012წელს ქალაქს თვის ბოლოს გაირკვევა, სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადა 27იანვარია.

კომენტარები