ინფორმაცია უკვე დაადასტურა მიქელაძის მამამ ზურაბ მიქელაძემ, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწეა.

მიქელაძე და ანანიძე სამართალდამცავებმა გასული წლის სექტემბერში დააკავეს. მათ ბრალად ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ ბათუმის წყლისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციისათვის კრედიტის სახით გამოყოფილი 100 მილიონამდე ევროს არამიზნობრივი ხარჯვა ედებოდათ ბრალად.

ანანიძის დაფუძნებული კომპანია “ნიაკა” “ბათუმის წყალთან” წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ტენდერებს იგებდა და რამდენიმე მილიონიან დაკვეთებს იღებდა.

“ბათუმის წყლის” ტექნიკური დირექტორი და ირაკლი ანანიძე საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.

კომენტარები