დღეიდან ფოთი–თბილისის მატარებლის განრიგი შეიცვალა.

ახალი განრიგის მიხედვით, მატარებელი თბილისიდან გადის 8 საათზე და ფოთში ჩადის 12 45 წუთზე. ფოთიდან თბილისის მიმართულებით მატარებელი გადის დღის 17 სათსა 25 წუთზე და თბილისში ჩადის 22 საათსა 45 წუთზე.

განრიგის ცვლილება ფოთიდან თბილისის მიმართულებით 15 და 16 იანვარს დაგეგმილი ორი რეისის გაუქმების მიზეზი გახდა.

Tspress.ge-სთან საუბრისას ცხელი ხაზის ოპერატორმა, მაკა ხაბულიანმა განმარტა, რომ ახალი განრიგისათვის მატარებლების მომზადება იყო საჭირო, რამაც რეისის გაუქმება გამოიწვია. ხაბულიანის თქმით, მგზავრებისათვის წინასწარ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

კომენტარები