დაკავებული სოფელ, ოქტომბრის მკვიდრი, 27წლის ირაკლი მორგოშიაა.

მორგოშიას ახლობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ. ის ოჯახში ბაბუასთან და 5 და– ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

მორგოშიას 2010 წელს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ნაყინი მოტოციკლით გადაჰქოდა, რაც მისი ოჯახის საარსებო ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა.

საქმეს დარჩელის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი, ირაკლი მამფორია იძიებს. რას ედავებიან დაკევებულს და რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ.

ირაკლი მორგოშია დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან 25 იანვარს დააკავეს.

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც სავარაუდოდ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა გადმოტანილი.

კომენტარები