თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო–აშშ–ს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობები განიხილეს.

ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

«საქართველოსა და აშშ–სათვის ორმხრივად მომგებიანია მოიძებნოს საქართველოში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა. გვსურს გავზარდოთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, მოხდეს თავისუფალი ვაჭრობა, გაიხსნას ბაზარი ამერიკული საქონელისთვის საქართველოში, ქართულისათვის კი ამერიკაში»–განაცხადა ობამამ.

ობამა საქართველოს «მსოფლიო სცენაზე პასუხისმგებელი მოთამაშე» უწოდა და განაცხადა, რომ საქართველომ უნდა იამაყოს ბოლო წლებში მიღწეული პროგრესით.

–«საქართველო მართლაც ამაყი უნდა იყოს იმ პროგრესით, რომელსაც მიაღწია, როგორც დემოკრატიულმა და სუვერენულმა ქვეყანამ. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე იყო ის, რომ გამოვხატე ჩემი დაფასება იმ ინსტიტუციების აშენებისადმი, რაც საქართველოში განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ უმცირესობების პატივისცემა ხდება, პოლიციის სისტემა და კანონის უზენაესობა არის დაცული. ვაფასებ, რაც წარსულში მოხდა და მოველით, რომ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები,»- აღნიშნა ბარაკ ობამამ.

აშშ–ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოში ინტეგრაციისაკენ.

–” ოვალურ კაბინეტში პირველად არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს შეხვედრა ყველა დანარჩენზე შედეგიანი იყო”–განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში 30 იანვარს შედგა.

ეს სააკაშვილი–ობამას პირველი ოფიციალური შეხვედრა ოყო.

კომენტარები