საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2,3 მილიონი ლარი გამოეყო. ბიუჯეტში ამ ცვლილებას საკრებულომ მხარი დღეს გამართულ სხდომაზე დაუჭირა.

ცვლილების შედეგად, ზუგდიდის ბიუჯეტმა 29,5 მილიონი ლარი შეადგინა.

მიღებული თანხიდან 820 ათასი ლარი გზების რეაბილიტაციას და შუქნიშნების შეძენას მოხმარდება. 200 ათასი ლარი გარე კი განათების რეაბილიტაციითვის გამოიყო.

ასევე 200 ათასი ლარი „ზუგდიდასუფთავებისთვის“ ტექნიკის და ნაგვის ურნების შესაძენად გამოიყო, 420 ათასი ლარი სახანძრო–სამაშველო სამსახურის სპეციალური ტექნიკის შეძენას მოხმარდება. 100 ათასი ლარი კი ნაპირსამაგრი სამუშაოებოის მუხლში გადაირიცხა.

მიღებული ტრანსფერიდან 150 ათასი მრავალსართულიანი ბინების ეზოების კეთილმოწყობას მოხმარდება ბინების ფასადების შესაღებად კი საკრებულომ 50 ათასი ლარი გამოყო.

დღეს შესული ცვლილების შედეგად, 60 ათასი ლარი ხელოვნურსაფარიანიმინი სტადიონების აშენების და 70 ათასი ლარი კი, გამწვანების სამუშაოებს მუხლებს დაემატა. ასევე 20–20 ათასი ლარი წყალმომარაგებისა და კანალიზაციის რეაბილიტციის მუხლში ჩაირიცხა.

კომენტარები