-„გასულ წელს თურქეთში სომხეთიდან 69 ათასი, საქართველოდან 2 მილიონ 850 ათასი და რუსეთიდან 3 მილიონი შემოვიდა და ჩვენ არ ვიცით ამ რაოდენობიდან, რამდენი ტურისტი იყო და რამდენი სამუშაო მიზნებით იმყოფებოდა. ჩვენ არც შემოსული ხალხის ჯანმრთელობის მონაცემები გაგვაჩნია. აღრიცხვა ვერ ხდება,- განაცხადა თურქეთის შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა, ფარუქ ჩელიქმა თურქულ მედიასთან საუბრისას.

მან თურქეთში ყოფნისა და მოზაურობის კანონში ცვლილებების შესახებ ახალ კანონთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა, რომლის თანახმადაც, თურქეთში დასაქმების მსურველი ყოველი მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს და გადასახადი გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დამსაქმებელთან ერთად დაჯარიმდებიან, შემდგომ კი, ქვეყნიდან გაძევებული იქნებიან.

მომზადებულია www.bulancakhaber.com–ის მიხედვით.

კომენტარები