გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულთაგან 29 ადამიანია რუსია.

კარაკასში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩევლის იური ლეზგინცევის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულთაგან რუსეთის მოქალაეები არ არიან. მისი განცხადებით, 17 დაკკავებული საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეა, რომლებიც კოლუმბიური ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ.

ბრალდებულები საკურორტო ქალაქ კასა დე კამპოში დააკავეს. დაკავებულთა შორისაა პუერტო რიკოსა და კოლუმბიის მოქალაქეებიც. პოლიციამ უკვე მიაკვლია დანაშაულთა ჯგუფის კუთვნილ ვილებს, ბინებს, იახტასა და თვითმფრინავს.

გამოცემის ცნობით, სპეცსამსახურები ჯგუფის საქმიანობას ერთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ და მათი დაკავება აშშ წარმომადგენლებთან იყო შეთანხმებული, რადგანაც ნარკოტიკები ამერიკაში იგზავნებოდა და ფულის მიღებაც იქვე ხდებოდა.

მომზადებულია

dominicantoday.com –ისა და mk.ru– ს მიხედვით

კომენტარები