პროკურატურა დაკავების ოფიციალურ მიზეზებზე არ საუბრობს. გავრცელებული ცნობით კი, ის უხარისხო სამშენებლო სამუშაობისა და ბიუჯეტის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების გამოს დააკავეს.

შპს „ტოტალი“, ფოთის მერიის დაკვეთით, გასულ წლებში, სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა.

გასულ წელს, აღნიშნულმა ფირმამ რავალსართულიანი ბინის ეზოებში კეთილმოწყობითი სამუშაოები შეასრულა. 37 ეზოს კეთილმოწყობისთვის, ფირმას ბიუჯეტიდან 800 ათას ლარზე მეტი გამოეყო.

შპს „ტოტალის“ მიერაა ფოთში აღმაშენებლის ხიდის მოპირკეთების სამუშაოები შესრულებული.

გასული წლის ივნისში, ხიდზე სამუშაოების დაწყებისას, ფირმის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ სამუშაოები ნაწილობრივ ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, თუმცა თანხის ოდენობას ვერ იხსენებდა.

შემდგომ კი აცხადებდა, რომ სამუშაოები „ქალაქის სიყვარულით“,ყოველგვარი პირობისა და ანაზღაურების გარეშე შეასრულა. მუშებმაც იმავე „სიყვარულით“ იმუშავეს.

ბუთხუზ ბარამია “ქალაქის სიყვარულით” შესრულებულ სამუშაოებზე by TS PRESS

ქალაქის მერის, ვახტანგ ლემონჯავას იმჟამინდელი განცხადებით, თანხებს ნაწილობრივ ქალაქის ბიუჯეტი, ნაწილობრივ კი, ირანელი ბიზნესმენი გაიღებდა. თუმცა, აღნიშნულზე ინფორმაცია, გამოთხოვის მიუხედავად, მერიას Tspress.ge-სთვის არ მიუწოდებია.

მოარული ხმებით, ფოთელი მაღალჩინოსნები მას „ქალაქის სიყვარულით“ ხშირად ასრულებინებდნენ სამუშაოებს, რაც აღნიშნული სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ძირითადი მიზეზი ხდებოდა.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შესრულებულ სამუშაოების შემოწმება პროკურატურამ 2007 წელსაც განახორციელა, რასაც რამდენიმე სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელის დაკავება მოჰყვა, მათ შორის, დაკავებული იყო ბუთხუზ ბარამიაც. ის საპროცესო გარიგებით, თანხის გადახდის შემდგომ გათავისუფლეს.

ფოთში, პროკურატურა 2005 წლიდან დღემდე შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს სწავლობს.

კომენტარები