ფოთში, პროკურატურა 2005 წლიდან დღემდე შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს სწავლობს. საუბარია ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შესრულებულ სამუშაოებზე.

სამუშაოების ფინანსური დოკუმენტაცია პროკურატურამ მერიიდან უკვე ამოიღო, რის შემდეგაც სამშენებლო ფირმატოტალისდირექტორი, ბუთხუზ ბარამია დააკავეს.

შპს „კუნძულს“ ფოთში სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები აქვს შესრულებული. ის ახორციელებს ფოთის თეატრის სამშენებლო სამუშაოებსაც, რაზეც სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტიდან ჯამში 6 მლნ-მდე ლარი უკვე დახარჯულია. დარჩენილია 4 მლნ-მდე ლარის ღირებულების სამუშაოების ჩატარება. ამ დროისთვის, შენობის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილია აშენებული და შენობა გადახურულია.

კომენტარები