არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო და სოციალური კეთილდღეობის ცენტრი” სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში საქველმოქმედო დანიშნულების გამოფენა-გაყიდვას აწყობს.

გამოფენა –გაყიდვაში მონაწილეობა და საკუთარი ნამუშევრის წარდგენა ყველა მსურველს შეუძლია.

აქციის შედეგად შემოსული შემოწირულობა თავშესაფრებში მცხოვრებ ხანდაზმულებს გადაეცემათ.

სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღე, გაეროს რეზოლუციის თანახმად, 20 თებერვალს აღინიშნება.

ეს დღე მშვიდობის, თანასწორუფლებიანობის, თანამეგობრობის სიმბოლოა.

რომელსაც მსოფლიო აღნიშნავს და ამ მხრივ სოლიდარობას გამოხატავს სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის და სხვა წარმომადგენლების მიმართ.

აქციაში მონაწილეობის მსურველებს საკონტაქტო მონაცემები შეუძიათ გაგზავნონ მისამართზე: csrc@europe.com

კომენტარები