მესტიის მუნიციპალიტეტს თეატრი აქვს. ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის დაფუძნების შესახებ დადგენილება საკრებულომ ბოლო სხდომაზე მიიღო.

მესტიის საკრებულოს თავჯდომარის, გოჩა გვარლიანის თქმით, თეატრი ამჟამად არაკომერციულ იურიდიულ პირად ყალიბდება და უახლოეს მომავალში რეესტრში დარეგისტრირდება.

– „ამის შემდეგ, თაეტრის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას შევძლებთ,“– განუცხადა გვარლიანმა tspress.ge–ს. მისი განცხადებით, მესტიის თეატრმა პირველის სპექტაკლი მაისში უნდა წარმოადგინოს.

მესტიის თეატრს 4 თანამშრომელი ყავს და და მას მსახიობი გეგი ფალანი ხელმძღვანელობს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრი 15 ათასი ლარით დაფინანსდება და ის მესტიის კულტურის სახლში განთავსდება.

თეატრის ხელმძღვანელის გეგი ფალანის განცხადებით, მესტიის თეატრში თავდაპირველად მოწვეული მსახიობები ითამაშებენ.

მესტიას აქამდე სახელმწიფო თეატრი არ ქონია. მეოცე საუკუნის 60–იან წლებში მესტიში სამოყვარულო თეატრი არსებობდა, რომელსაც პლატონ დადვანი ხელმძღვანელობდა. 1983 წელს კი სამოყვარულო თეატრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

კომენტარები