ქართველ ძიუდოისტს, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს დოპინგის მიღების გამო სარეიტინგო ქულები დააკლდა და მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას, გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატში მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს.

-“ცირეკიძეს ტესტირება დეკემბრის ბოლოს ჩაუტარდა და ორთვიანი კვლევის შედეგად დადგინა, რომ კანაბოიდის ჯგუფის დოპინგი ჰქონდა მიღებული, რის გამოც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 19 აპრილამდე მას დიკვალიფიკაცია დაუწესდეს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ცირეკიძეს მდიდარი სპორტული კარიერა გაითვალისწინეს და შედარებით მსუბუქი სასჯელი დაუწესეს”, – აცხადებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ალექსიძე.

კომენტარები