საქმე ეხება “შადრევნის კოშკად” მონათლულ 25 მეტრიან ნაგებობას, რომელსაც კომპანია “აჭარსპეცპროექტი” აშენებს. შენობა თურქეთის ქალაქ იზმირში არსებული “საათის კოშკის” ასლია, რომელიც 1909 წელს ოსმალეთის სულთნის აბდულჰამით მეორის აღსაყდრებიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად ააგეს. იგი საკმაოდ ცნობილი ნაგებობაა და ოსმალური არქიტექტურის ერთერთ სიმბოლოდ ითვლება. მისი გამოსახულება თურქულ 500 ლირიან კუპიურაზეცაა გამოსახული.

ბათუმის არქიტექტურული სამსახურის წარმომადგენელთა განმარტებით „შადრევნის კოშკის“ პროექტი ქართველმა და ესპანელმა არქიტექტორებმა მოამზადეს. მისი არქიტექტურული იერსახე კი, გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისა და კოშკის მიმდებარე ტერიტორიის ლანდშაფტური განაშენიანების პროექტის გათვალისწინებით შეიქმნა. მის პირველ სართულზე ტურისტული ცენტრი იქნება განთავსებული ზევით კი, საგამოფენო დარბაზი.

მშენებარე შადრევნის კოშკი

ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ მერიის აექიტექტურის სამსახურის წარმოამდგენლები იტყუებიან. –“2008–9 წლებში ამ შენობის ბათუმში აშენება იზმირის მერიას უნდოდა. მაშინ პროექტიც იყო მომზადებული და მშენებლობის თანხას თურქები იხდიდნენ. ბათუმის მერია კი, კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარებას აპირებდა. თუმცა, დიდი წინააღმდეგობის გამო, მაშინ ეს ვერ მოახერხეს. როცა იძახიან, რომ ეს ესპანელი არქიტექტორების პროექტია, იტყუებიან და თანაც უსინდისოდ”. – განაცხადა რობაქიძემ.

ხელოვნებათმცოდნე კაკო ძნელაძე ოსმალური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს უწოდებს მშენებარე შადრევნის კოშკს და ამბობს, რომ მომავალში ეს შენობა საშიშ ტენდენციებს დაუდებს საფუძვლებს. –“ბათუმში ოსმალური შენობები არ უნდა შენდებოდეს. აქ ქართული და ევროპული არქიტექტურის ქალაქია. მომავალში ასეთი ტენდენციები თურქეთში სხვა სურვილებს აღძრავს და ეს უდუდეს პრობლემებს შექმნის.” – აცხადებს ძნელაძე.

საათის კოშკი იზმირში, თურქეთიის, რომ ამ შენობის აგება ოთხი წლის წინ გადაწყდა, ადასტურებს ბათუმის საკრებულოს “რესპუბლიკელი” წევრი ირაკლი ჩავლეიშვილი. იგი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ბუკლეტიც კი იყო გამოცემული და მისი აგება თავდაპირველად სასტუმრო ინტურისტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმებოდა.

იზმირის “საათ ქულესი” – (საათის ციხე) გასული საუკუნის აჭარის ინგლისის ოკუპაციისას, 20–იან წლებში ბათუმში დაბეჭდილ ღია ბარათებზეცაა აღბეჭდილი, ხოლო მის მდებარეობად მითითებულია ქალაქი ბათუმი. კაკო ძნელაძე ამბობს, რომ ეს გაყალბებული ფაქტია და იგი დაახლოებით ათი წლის წინ უნდა იყოს მომხდარი. ან იმავე 20–იან წლებში, რადგანაც ცნობილია შემთხვევები, როდესაც ასეთი შეცდომებს უნებურად, ან შეგნებულად უშვებდნენ.

თურქული კუპიურა საათის კოშკის გამოსახულებით

კომენტარები