–„200 თეთრიც არ გადამიხდია… ბევრი ჭორი გავრცელდა, იმაზეც რომ თითქოს დამიჭირეს…ამოწმებდნენ საბუთებს, როგორ ხდებოდა ხელფასების წარმოება, საბუღალტრო აღრიცხვა. უშეცდომო ღმერთია მარტო. სხვადასხვა სახის შენიშვნები აქვთ, რასაც გამოვასწორებთ“, – აცხადებს ფირმის ხელმძღვანელი, იგორ ღურჯია, რომელიც პროკურატურამ, მოწმის სტატუსით, რამდენჯერმე დაკითხა.

მისი თქმით, გამოვლენილ დარღვევებზე პროკურატურას სადამსჯელო სანქციები ჯერ არ გაუტარებია.

პროკურატურა ფირმა „კუნძულის“ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლას აგრძელებს.

შპს „კუნძულს“ ფოთში სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოები აქვს შესრულებული. ის აშენებს ფოთის თეატრსაც, რაზეც სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტიდან ჯამში 6 მლნ-მდე ლარი უკვე დახარჯულია.

ადგილობრივი ხელისუფლება პროკურატურის მიერ ფირმების შემოწმების მიზეზებსა და შედეგებზე, ინფორმაციას არ ფლობს.

-„სამუშაოებს უტარდებათ სახელმწიფო ექსპერტიზა. თუ რაიმე სახის ხარვეზები იქნება გამოვლენილი, ამას საექსპერტო ბიუროს დასკვნა გასცემს პასუხს და, შესაბამისად, შემსრულებლები გაასწორებენ მას,“– განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე, ივანე საღინაძემ.

პროკურატურამ ფოთში, ადგილობრივი ხელისუფლების დაკვეთით, 2007–2011წწ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შესრულებულ სამუშაოების შესწავლა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რის შემდეგაც სამშენებლო ფირმა „ტოტალის“ დირექტორი, ბუთხუზ ბარამია დააკავა.

ამავე თემაზე :

პროკურატურამ ფოთის მერიიდან ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო

ფოთში დაჭერების სერია განახლდა

ფოთის სამშენებლო ფირმის უფროსს პროკურატურა კითხავს

სამშენებლო ფირმის დაკავებული ხელმძღვანელი ციხის საავადმყოფოშია

კომენტარები