ჟურნალისტ ანა ლაპიაშვილის განცხადებით, მათ არ მიეცათ სახლთან მისვლის საშუალება. –„არ მოგვცეს საშუალება მივსულიყავით სახლთან, რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით აქტიურობდა და გვიკრძალავდა გადაღებას. არ მოგვეცა საშუალება მივახლოვებოდით ოჯახის წევრებს. სოსო ქიმერიძის დეიდაშვილმა, რომელიც ჩამოსული იყო რაიონიდან სურვილი გამოთქვა ესაუბრა ჩვენთან. ეს ადამიანები კი ჩვენი ტერიტორიიდან გაყვანას ცდილობდნენ, მათ მოახერხეს და ძალით გაიყვანეს ქიმერიძის დაეიდაშვილი. შემდგომ ჩვენ დავტოვეთ ტერიტორია, რადგან გარდაცვლილის ახლობლებმა და მეზობლებმაც გვთხოვეს გავსულიყავით, რომ თავიდან აეცილებინათ კონფლიქტი და ხმაური.

სოფლის ცენტრალურ ტერიტორიაზე ოპელის მარკის ავტომანქანით, ნომრით 572– ი გამოვიდნენ, შეეცადნენ, რომ მანქანის კარი გაეღოთ, ურტყეს მანქანას, ტერიტორიის დატოვებას გვთხოვდნენ“– აღნიშნა „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტმა.

ბინის გაქურდვის ბრალდებით დაკავებული სოლომონ ქიმერიძის დაღუპვის ოფიციალურ ვერსიად, შინაგან საქმეთა სამინისტრო „მესამე სართულიდან მეორეზე ჩამოსვლისას გადმოვარდნით მიღებულ მრავლობით დაზიანებებს“ ასახელებს. „რამდენიმე კითხვის დასასმელად“ პოლიციელების მიერ დილით სახლიდან გაყვანილი ქიმერიძის ცხედარი, პოლიციელებმა, რამდენიმე საათში, სახლში მიასვენეს.

ამავე თემაზე:

„ქიმერიძის სხეულზე არსებული დაზიანებები თავისუფალი ვარდნისას ვერ მოხდებოდა“

ნაწამები სოსო ქიმერიძის ექსკლუზიური ფოტოები

სახალხო დამცველის განცხადება ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე

სოზარ სუბარი: „მერაბიშვილი დამნაშავე პოლიციელებს ხელს აფარებს“

კომენტარები