ინტერნეტ-გამოცემა tspress.ge- ს ჟურნალისტები ინტერნეტმედიის საკითხებში სწავლების კურსს გადიან. ისინი არსებულ გამოცემებში ახალი მედია საშულებებისა და სოცილაური ქსელების ინტეგრირებას შეისწავლიან.

ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი, კოტე სტალინსკი ჟურნალისტებთან ერთად new media განვითარების ტენდენციებს, მედია სფეროში მათ გავლენას, ბლოგინგის პოლიტიკურ და სოციალურ ასპექტებსა და ინტერნეტ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

მისი თქმით, მსგავსი სახის სასწავლო კურსები მნიშვნელოვანია ჟურნალისტებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში უახლესი პრინციპების გაცნობისა და ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებს შორის თანამშრომლობისათვის.

– „სწავლების მიზანია არსებული სტატიები გავხადოთ ადვილად აღსათქმელი, შევფუთოთ სტატია, გავაფორმოთ ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალით. მაქსიმალურად გამოვიყენოთ სოცილური მედია ინტერნეტ გამოცემებში“, – აღნიშნავს სტალინსკი.

სასწავლო კურსი „ფონდ ღი ასაზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით tspress.ge პროექტის ფარგლებში ხორცილედება.

ვებგვერდზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო tspress.ge 10ოქტომბრამდე შეფერხებით იმუშავებს.

კომენტარები