“მას შემდეგ, რაც ბანკის ყოფილ თანამშრომლებს ზვიად ხუხუნაშვილს და რამაზ ქურდაძეს პრემია დაერიცხათ, ერთი თვეა გასული, რაც ეჭვს ბადებს, რომ ახლა ამ ამბის გახმაურება ხელისუფლების პროვოკაციას წარმოადგენს”– აცხადებს “ქართული ოცნების” პრეს–სპიკერი, მაია ფანჯიკიძე.

ბანკ „ქართუ“-ს ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსის, ზვიად ხუხუნაშვილის განცხადებით, 8 თებერვლს, მას პირად ანგარიშზე 37ათასი ლარი ჩაერიცხა, რომლის გადარიცხვა ბანკის ხელმძღვანელობამ “ქართულ ოცნებისთვის” მოსთხოვა.

–”ვინაიდან მე ყოველთვის აპოლიტიკური ვიყავი გადავწყვიტე, რომ აღნიშნული თანხა დამებრუნებინა უკან “ქართუ” ბანკში”– აცახდებს ტელეკომპანის “რუსთავი 2″– თან კომენტარში ხუხუნაშვილი.

ამავე ტელეკომპანიასთან ბანკ “ქართუს” ხელმძღვანელობის მხრიდან მაღალი, არაგონივრული 55 ათას 500 ლარის ოდენობის პრემის ჩარიცხვაზე ისაუბრა დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წვერ­მა რა­მაზ ქურ­და­ძემაც, რომლის თქმით, პრემიის გადარიცხვა მასაც “ქართული ოცნების” ანგარიშზე თხოვეს.

კომენტარები