Tspress.ge-ს რედაქციაში გამოცემის ჟურნალისტთათვის ტრენინგები მიმდინარეობს. ათამდე ჟურნალისტი სამდღიან კურსს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და ჟურნალისტურ ეთიკასა და სტანდარტებში ისმენს.

კურსს მედიაექსპერტი, ია ანთაძე და სტუდია „მონიტორის“ დირექტორი, ნინო ზურიაშვილი კითხულობენ.

“მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჟურნალისტები უაღრესად იშვიათად უშვებენ შეცდომებს, როცა საკითხი ეთიკას ეხება. ისინი უფრო მოწადინებულები არიან, ვიდრე თბილისში და ყოველთვის მზად არიან გაიღრმავონ ცოდნა. იმიტომაც, რომ პროცესი სტანდარტების ჩამოყალიბებაზე მოდიოდა სწორედ, რეგიონებიდან”- ამბობს მედიაქსპერტი, ია ანთაძე

საქართველოში აშშ-ის საელჩოს პროექტის „თავისუფალი მედია სამეგრელოში“ ფარგლებში ტარდება.

კომენტარები