–„ეს ავტომანქანები გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურისთვისაა განკუთვნილი,“ – განაცხადა tspress-სთან საუბარში მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ადამურ არქანიამ. არქანიას თქმით, თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში წინასწარ იყო განსაზღრული.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ავტომანქანები 2012 წლის მოდელი უნდა იყოს.

ავტომანქანის შეძენაზე სატენდერო წინადადებების მიღება 3 აპრილს დასრულდება.

ზუგდიდის გამგეობას, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური მიმდინარე წლის 20 იანვარს საკრებულოს გადაწყვეტილებით დაემატა.

კომენტარები