სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულის ნუგზარ თაბაგარის განმარტებით, 2012 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, როდესაც იგი იმყოფებოდა აბანოს გასახდელ ოთახში, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დიმა ჩხეიძემ და ლევან ლეჟავამ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს გარეგნული დათვალიერებისას მთელ სხეულზე და ოთხივე კიდურზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები.

მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცემის ფაქტის შემდეგ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულების თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება დაკავშირებოდა ადვოკატს და დაერეკა სახალხო დამცველის აპარატში”– აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ თაბაგირი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიუთითებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, მათ შორის, #15 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

რეკომენდაციაში ტუღუში განმარტავს, რომ წარსულში, თაბაგარი უსაფრთხოების პირობების გამო სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ გაუგზავნა წერილობითი მიმართვა, თუმცა არცერთ მათგანს რეაგირება არ მოჰყოლია.

კომენტარები